ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდებას მთლიანად ჩავანაცვლებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
- ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს
- გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება
- რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზოგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და 2022 წლის პირველ მეოთხედში ევროკავშირმა რუსეთის გაზის მიწოდება 30%-ით შეამცირა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტურია. „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების დანახვა. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ერთმანეთთან და პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.