საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯო მაკჰიუს ხელმღვანელობით, საქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ირლანდიელი პარლამენტარები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს.
„ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ირლანდიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება.
ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციაში შედიან ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუ; კომიტეტის წევრები შონ ჰოგი და რორი ო მურჩუ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.