22 ივნისს ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინის მოსაზღვრე გომელის რეგიონის სამხედრო კომისარიატებთან სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
წვრთნები 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების ოფიციალური მიზანია დავალებების შესრულების კუთხით, სამხედრო კომისარიატების მზადყოფნის შემოწმება.
„სწავლებისას დამუშავდება კითხვები, სამხედრო კომისარიატების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის გზით გადაკომპლექტებაზე. სამხედრო წვრთნებზე ყოფნისას გაკვეთილები ჩატარდება სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად“, - ნათქვამია ანგარიშში.