ჯო ბაიდენი: ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, კიდევ ერთი პანდემია იქნება

"ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის. კიდევ ერთი პანდემია იქნება. ამაზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ", – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„220 მილიონზე მეტი ამერიკელი სრულად არის ვაქცინირებული. COVID19-ით გამოწვეული ყოველდღიური სიკვდილიანობა 90 პროცენტით შემცირდა. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ამერიკელისთვის. ფხიზლად უნდა ვიყოთ!

ჩვენ გვჭირდება მეტი ფული. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება მეტი ფული მხოლოდ ბავშვების ვაქცინაციებისთვის, საბოლოოდ ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, დასაგეგმად. კიდევ ერთი პანდემია იქნება. წინასწარ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ გვჭირდება ფული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.