ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის პატიმრობა 9 აგვისტომდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, გირაოს ოდენობის დადგენის გარეშე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის 60 დღით, 2022 წლის 9 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ.
2021 წლის მაისში მედვედჩუკს დროებით ოკუპირებულ ყირიმში ღალატის, ომის კანონების დარღვევისა და სახელმწიფო ქონების ძარცვის საქმეზე შინაპატიმრობა შეეფარდა. 27 თებერვალს გაირკვა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 12 აპრილს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დეპუტატი დააკავეს. 13 აპრილს, ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს ქონება დააყადაღა.
- პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს.
- BBC: კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს