აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება.
ამის შესახებ, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მიერ „მწვანე ენერგიის“ ზონის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც შესაბამისი პროექტები 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს.
გეგმის თანახმად, ღია სააქციო საზოგადოება „აზერენერჯიმ“ ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 2022-2026 წლებში „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.
ცნობისათვის, ქალაქი ჯებრაილი, აზრბაიჯანის იურისდიქციაში სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 2020 წლის ოქტომბერში მოექცა.