საქსტატი:  სამედიცინო პროდუქციის ფასმა 13.6 %ით მოიმატა,  ამბულატორიულმა  მომსახურებამ - 11.9 %-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში, ჯანდაცვის სექტორში ფასებმა 9.6 პროცენტით მოიმატა.

უწყების განმარტებით აღნიშნული მაჩვენებელი 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის ინდექსზე.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე ფასებმა 13.6 პროცენტით მოიმატა, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება კი 11.9 პროცენტით გაძვირდა.