ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მოსკოვის რეგიონში, არაფორმალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
პუტინის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის ცნობით, პუტინი და ლუკაშენკო ზავიდოვოში მედიისთვის დახურულ არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ.ბელორუსის პრეზიდენტის არაფორმალური ვიზიტი რუსეთში დღეს დასრულდება.
პესკოვის ცნობით, ლუკაშენკო და პუტინი სამუშაო შეხვედრას 25 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გამართავენ. შემდეგ კი 30 ივნისს ორი ქვეყნის პრეზიდენტი ბელორუსში მოკავშირე რესპუბლიკების ფორუმზე შეხვდებიან.