რიაზანში Ил-76-ის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, რიაზანის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 ჰოსპიტალიზებულია.

რუსული მედიის ცნობით, აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიაზანის ოლქში, ძრავის გაუმართაობის გამო, სასწავლო ფრენისას მძიმე დაშვება განიცადა სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავმა Ил-76-მა. ბორტზე იმყოფებოდა 10 სამოქალაქო პირი.

თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, მიხაილოვსკის რაიონში ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.