აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, რეზოლუციის ინიციატორია რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი. მის წინადადებას მხარი დაუჭირა დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა. რეზოლუციას, რომლის ინიცირებაც 2022 წლის მაისში მოხდა, აშშ-ის სენატის სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ.
ამერიკელი სენატორის, კრის კუნსის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს. რესპუბლიკელი სენატორი, ჯეიმს რიში აცხადებს, რომ რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. რიშის შეფასებით, ის, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემით გააკეთა, ტერორისტული აქტი იყო.
ცნობისათვის, ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.