მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის გამარჯვება, რომელსაც 120 დღე და 30 წელი ველოდით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.
"ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ახლახანს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის გამარჯვება, რომელსაც 120 დღე და 30 წელი ველოდით. ამის შემდეგ მტერს დავამარცხებთ და ცოტას დავისვენებთ, ან შესაძლოა ჯერ უკრაინა ხელახლა ავაშენოთ და შემდეგ დავისვენოთ ცოტა", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.