საქსტატი: ზეთის ფასი 27 %-ით გაიზარდა, პურპროდუქტების - 7 % -ით,  ყავა, ჩაის - 13%-ით, რძის ნაწარმის - 11%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სურსათზე ფასების ზრდის მონაცემებს აქვეყნებს

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის დეკემბერში, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5 პროცენტი).