ჯო ბაიდენმა აბორტების აკრძალვის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს ვერდიქტი აშშ-ის 150 წლით უკან დააბრუნებს.
"გავაგრძელებ ბრძოლას აბორტის უფლებისთვის, თუმცა არ აქვს უფლებამოსილება ერთპიროვნულად მივიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, ბაიდენმა მოუწოდა აბორტის უფლების აკრძალვის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე.
„დაშინება და ძალადობა არასდროს არის მისაღები“, – განაცხადა ბაიდენმა.