Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ.
- რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
- დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს
გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ბრძანებას გამოსცემს, რომლითაც ქვეყანაში რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება. G7 ლიდერები ამ გადაწყვეტილებას გერმანიაში დაგეგმილ სამიტზე გამოაცხადებენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მოუსმენენ.
შეთანხმების მიხედვით, დიდი შვიდეულის ქვეყნებში (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) რუსეთს ოქროს იმპორტი აეკრძალება.