უკრაინა უკვე მუშაობს კანონპროექტების შემუშავებაზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის - პარლამენტის თავმჯდომარე

უკრაინა უკვე მუშაობს მთელი რიგი კანონპროექტების შემუშავებაზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის და პარლამენტი მათ მალე მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკანონმდებლო აქტების განხორციელებას უკრაინის სამართლებრივ სფეროში უმაღლეს რადა მალე დაიწყებს“, - განაცხადა რადას სპიკერმა.

მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, რადა თითქმის ყოველ კვირას იკრიბება კანონპროექტების მისაღებად. ამავდროულად, სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტს უკვე მიღებული აქვს 81 კანონპროექტი, რომლებიც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. 

ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, 23 ივნისს დაამტკიცეს.