აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს შეხვედრისას განუცხადა.
„პუტინი თავიდანვე იმედოვნებდა, რომ რატომღაც, Nato და G7 დაიშლებოდნენ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინის კრიზისის მართვაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
„კარგია, რომ ჩვენ, ყველამ შევძელით ერთიანობის შენარჩუნება, რასაც, ცხადია, პუტინი არასოდეს ელოდა”, - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა.
G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.