უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის გზა მოლაპარაკებების მაგიდასთან, უკრაინის ბრძოლის ველზე გადის.
ამის შესახებ მინისტრებმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში განაცხადეს.
კულებამ და ტრუსმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინელ ხალხს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ დაღლილად იგრძნონ .
„მშვიდობის მისაღწევად და ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად, უკრაინა და თავისუფალ სამყარო უნდა დარჩეს ძლიერი და ერთიანი. ჩვენ უნდა უგულებელვყოთ ხმები იმის შესახებ, რომ ხალხი იწყებს დაღლას და რომლებიც გვთავაზობენ უკრაინის „გაყიდვას“ სისასტიკის სწრაფად დასასრულისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრები რუსეთის ქმედებების საპასუხოდ აუცილებელია ზომების კიდევ უფრო გამკაცრება.
„აუცილებელია, რომ G7-მ და NATO-მ ამ კვირაში აჩვენონ, რომ უკრაინისადმი მათ ერთგულებას პუტინის მცდელობები ვერაფერს დააკლებს. ეს ნიშნავს მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდას და დაჩქარებას, სანქციების გაგრძელებას პუტინის ომის ყველა მონაწილის წინააღმდეგ და რუსული ენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა მინისტრები.
მათი აზრით, ყოველი მიწოდებული იარაღი დაეხმარება უკრაინელ ხალხს რუსული ძალების მოგერიებაში, დაიბრუნონ ქალაქები, რომლებიც ამჟამად ცეცხლის ქვეშ არიან, მათ შორის სევიეროდონეცკი და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონი.
„ყოველი სანქცია დაეხმარება პუტინის ომის მანქანის დაფინანსების შეჩერებას და გადაარჩენს უდანაშაულო მოქალაქეებს შემდგომი ბარბაროსობისგან. სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი მძიმე იარაღის მიწოდების ავანგარდშია“, - ნათქვამია განცხადებაში.
„პუტინმა მკაფიოდ აჩვენა, რომ არ შეჩერდება უკრაინაზე, უფრო შორს წავა და სხვა სუვერენულ ქვეყნებს აქცევს სამიზნედ - განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებსაც ის რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. ამიტომ, ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში უკან არ დაიხევს და აღარასოდეს შეეძლება მსგავსი აგრესიის განმეორება“, - ნათქვამია ლიზ ტრასის და დმიტრო კულებას განცხადებაში.