ბრიტანელი ეპიდემიოლოგის თქმით, Covid-19-ის ახალი შტამი ბავშვებისთვისაც სახიფათოა

Covid-19-ის ახალი, ე.წ. „ბრიტანული შტამი“ საფრთხეს ბავშვებსაც უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დიპტი გურდასანი სოციალურ ქსელ Twitter-ში აქვეყნებს.

მისივე ინფორმაციით, ვირუსის მუტაცია 1,74-ჯერ უფრო სწრაფად გავრცელებადია, ვიდრე SARS-CoV-2 შტამი და საფრთხეს არამხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, არამედ 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფსაც უქმნის.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა. ახალ მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.