საქართველომ და ევროკავშირმა 8 წლის წინ ხელი მოწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Twitter-ის გვერდზე წერს.
„საქართველომ და ევროკავშირმა 8 წლის წინ ხელი მოწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე და ხელი შეუწყო საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის გადაყვანას ევროპულ კალაპოტში“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ასევე წაიკითხეთ: