USAID-სა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერება ხელი. USAID-ის ცნობით, ღონისძიება ხვალ, 28 ივნისს, 17:30-ზე არტ მუზეუმში გაიმართება.
„USAID-სა და სახალხო დამცველს შორის ეს პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და დაეხმარება სახალხო დამცველის ოფისს, გააფართოოს თავისი საქმიანობა რეგიონებშიც. ამასთანავე, ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის ოფისს, აღმოაჩინოს და რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მთელ ქვეყანაში“, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა და პრესისთვის კომენტარს გააკეთებს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.