ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

ამასთან, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, სავარაუდოდ ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება, გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა.

Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.