აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და მუხტარ ტლეუბერდიმ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკ უსკენბაევი ესწრებოდნენ.
27 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.