NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ტრანსფორმირდება და გაფართოვდება 300 000-ზე მეტი პერსონალით. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ გარდაქმნით NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს (NRF) და გავზრდით მასში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობას 300 000-ზე მეტ ადამიანამდე“, - თქვა ბლოკის ხელმძღვანელმა ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე მადრიდში NATO-ს სამიტის წინ.
სტოლტენბერგმა ასევე გაახმაურა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების უახლესი მონაცემები.
„ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ ზედიზედ მერვე წელია გაზარდეს თავდაცვის ხარჯები. მიმდინარე წლის ბოლომდე $350 მილიარდზე მეტის დახარჯვა იგეგმება ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.