თურქეთის პროვინციებში სტიქიის გამო განგაშის „წითელი კოდი“ გამოცხადდა

თურქეთში, კასტამონუს პროვინციაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო.

ღამის საათებში წყალმა სახლები დატბორა. დააზიანა ინფრასტრუქტურა. გაანადგურა პარკები და ბაზარი. განხორციელდა სამი სოფლის ევაკუაცია.

უხვი ნალექის გამო თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში განგაშის „წითელი კოდია“ გამოცხადებული.