კანადამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. შემაკავებელი ზომებია დაწესებული ბელორუსის მიმართაც. პრემიერის ოფისი აღნიშნავს, რომ კანადის ახალი სანქციები დაწესებულია ექვსი ფიზიკური პირისა და 46 სუბიექტის მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის თავდაცვის სექტორთან, ასევე, 15 უკრაინელ ფიზიკური პირის მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ოკუპაციას რუსეთის მიერ, 13 სამთავრობო და თავდაცვის სფეროს წარმომადგენლის წინააღმდეგ, ასევე, სანქციები შეეხება ბელორუსში - ორ უწყებას.
„კანადის პოზიზიცია ურყევია - უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობიან ცხოვრებას. ვლადიმერ პუტინმა და მისმა რეჟიმმა გამოიწვია წარმოუდგენელი ტკივილი და ტანჯვა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. ჩვენს G7 კოლეგებთან ერთად, კანადა აძლიერებს ჩვენს მუდმივ და კოორდინირებულ ზეწოლას, რათა დასრულდეს ვლადიმერ პუტინის არჩეული ომი“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გერმანიაში G7 სამიტის დროს.