სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო რუსული სარაკეტო დარტყმა კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ასეთ სისასტიკეზე და მხარს უჭერს უკრაინის დაცვას.

ბაიდენის თქმით, G7 გააგრძელებს პუტინის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე დარტყმას, ხელს შეუშლის ცენტრალური ბანკის საგარეო რეზერვებს მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად და პუტინს წაართმევს რესურსებს, რომლებიც მას სჭირდება ომის საწარმოებლად.

„ერთად G7 გამოავლენს ურყევ, ერთიან ვალდებულებას უკრაინის მხარდასაჭერად და დაეყრდნობა ჩვენს უპრეცედენტო სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პრეზიდენტ პუტინს – სანქციები, რომლებიც დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს მსოფლიო ეკონომიკიდან კიდევ უფრო იზოლაციაში მოაქცევს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, - დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე.