შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და „უპრეცედენტო სანქციების“ გამკაცრებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამის შესახებ თეთრმა სახლმა G7 სამიტის დროს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა 30-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი მთელ მსოფლიოში, რათა დაუწესოს მკაფიო ხარჯები რუსეთს და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით კოალიცია გააგრძელებს პუტინზე ზეწოლას.
განცხადების თანახმად, რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის ექსპორტი რუსეთში, მათ შორის კრიტიკული ტექნოლოგიური საშუალებების ჩათვლით, რაც პუტინს სჭირდება სამხედრო ძალების შესანარჩუნებლად, დაახლოებით 97%-ით შემცირდა. რუსეთის საქონლის იმპორტი მთელი მსოფლიოდან შესაძლოა, 40%-ით შემცირდეს.
„ჩვენი ზომები ხელს უშლის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებს, გაამყაროს დაავადებული ეკონომიკა და პუტინს წაართმევს რესურსებს, რომლებიც მას სჭირდება ომის საწარმოებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.