აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთს, შვედეთს და თურქეთს სამმხრივ მემორანდუმზე ხელმოწერას ულოცავს. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც გააძლიერებს NATO-ს ალიანსს და კოლექტიურ უსაფრთხოებას. „ეს შესანიშნავი გზაა სამიტის დასაწყებად“, - მიიჩნევს ჯო ბაიდენი.
ვულოცავ თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს სამმხრივ მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც გზას უხსნის მოკავშირეებს, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი NATO-ში, მადრიდის სამიტზე. როდესაც გასულ თვეს მივესალმე პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ მინისტრ ანდერსონს თეთრ სახლში, ვუთხარი მათ, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს მათ წევრობას.
ფინეთი და შვედეთი ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნებია მაღალკვალიფიციური სამხედროებით. მათი გაწევრიანება გააძლიერებს NATO-ს კოლექტიურ უსაფრთხოებას და სარგებელს მოუტანს მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. მოუთმენლად ველი NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ჩვენს მოკავშირეებთან და კონგრესთან მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ სწრაფად მივესალმოთ მათ ჩვენს ალიანსში. როდესაც ჩვენ ვიწყებთ NATO-ს ამ ისტორიულ სამიტს მადრიდში, ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.