უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი NATO-ს წევრი ქვეყნებისგან.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე განაცხადა.
„NATO-ს სამიტის წინა დღეს, სატელეფონო ზარი მქონდა ჩემს მეგობართან, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა „NATO-ს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მიმართ“, - წერს რეზნიკოვი.