„30 წელია, რაც შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოსთან, რათა განავითაროს მისი სუფთა, საიმედო, განახლებადი, ხელმისაწვდომი ენერგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩი USAID-ისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც განახლებად ენერგიაში ინვესტიციებს ეძღვნებოდა.
„30 წელია, რაც შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოსთან, რათა განავითაროს მისი სუფთა, საიმედო, განახლებადი, ხელმისაწვდომი ენერგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა საქართველო იყოს უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი და არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე. განახლებადი ენერგია და განახლებად ენერგიაში ინვესტიციების გაფართოება ასევე ეხმარება საქართველოს, გაუმკლავდეს კლიმატის გამოწვევებს, რაც სულ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის.
აქ, საქართველოში, სადაც თქვენ გაქვთ ასეთი ლამაზი გარემო და ეკოლოგია, განახლებადი ენერგია გეხმარებათ დაიცვათ ეს მშვენიერი, ლამაზი გარემო და ეკოლოგია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული შემოსავლებისთვისაც, რაც უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს უნიკალურობის შენარჩუნებას კერძო ინვესტიციების მეშვეობით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
- კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ
- კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობას შეუძლია, სწრაფად იმოქმედოს, როდესაც ამის სურვილი აქვს