ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.33 ლარი გახდა

25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.35 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარს მიაღწია.

ევროსთან მიმარტებით კი კურსი 5.2 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.88 ლარი გახდა.

ჯამურად ლარი სექტემბერში დოლართან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა კი მიმდინარე თვეში სამი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $120 მილიონი დოლარი გაყიდა.

სულ 2020 წლის განმავლობაში სებ-მა ინტერვენციებით $449.7 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ $200 მილიონზე მეტს გაყიდის.