2022 წლის მაისში, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება წლიურ ჭრილში 96,7%-ით დაეცა. ამის შესახებ რუსული მედია, „რუსსტატზე“ დაყრდნობით წერს.
აპრილთან შედარებით წარმოება 81,3%-ით შემცირდა. 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთში სულ 268 ათასი მსუბუქი მანქანა აწარმოებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,4%-ით ნაკლებია. ამასთან, მაისში, სატვირთო მანქანების წარმოება 39.3% - ით შემცირდა.
მედიის შეფასებით, მანქანების წარმოების ვარდნა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს და შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.