რეზნიკოვი: უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება რუსული აგრესიის შესაჩერებლად

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ვიდრე მადრიდში NATO-ს სამიტი იმართება, უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება, ამიტომ, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

„უკრაინის არმია სტაბილურად გადადის დასავლურ იარაღზე და მათი გამოყენების ახალ ტაქტიკაზე.

რუსული არმია იძირება ქვის ხანაში, მაგრამ მაინც აღემატება ჩვენს რაოდენობას.

ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი! მაშინ, როცა მადრიდში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება. NATO-ს შეუძლია და უნდა იმოქმედოს ამ აგრესიის შესაჩერებლად!“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

NATO-ს სამიტი მადრიდში, 28-30 ივნისს იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებისა და ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების გზებს განიხილავენ.