უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გასულ ღამეს, სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა წარმატებით. უკრაინულმა ძალებმა რუსული გარნიზონის წინააღმდეგ მიიტანეს იერიში, მტერმა მოახდინა მისი გარნიზონის ევაკუაცია ორი ჩქაროსნული ხომალდების საშუალებით“, - იუწყება ოპერატიული სარდლობა.
„ამჟამად გველების კუნძულზე ხანძარია და აფეთქებების ხმა ისმის. სამხედრო ოპერაციის საბოლოო შედეგები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ გველების კუნძულზე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სარადარო სისტემა, საჰაერო თავდაცვის რამდენიმე სარაკეტო და იარაღის სისტემა Pantsir-S1, სხვა სამხედრო ტექნიკა და პერსონალი გაანადგურეს.