დღეს, თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. თურქული გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა.
ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის ადგილას კი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.