კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა მუშაობს ხელშეკრულებაზე, რომელიც უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორით უზრუნველყოფს. ეს არის NATO-ს მცდელობის ნაწილი უკრაინის ხელახალი შეიარაღებისა და მისი სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ უკრაინას დავეხმარებით და ვაპირებთ, მივაწოდოთ ის, რაც სჭირდებათ“, - განაცხადა ტრუდომ NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ.