საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისთვის პეტრ ფიალასთვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია მადრიდში, NATO-ს სამიტის ფარგლებში ჩატარდა.
წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას როტაციის წესით, ექვსი თვის განმავლობაში იბარებენ. თავმჯდომარე ქვეყანა ხელს უწყობს პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და წევრ სახელმწიფოებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.
ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე მეორედ გახდა.