უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის სიტყვებისგან დისტანცირება მოახდინა.
ანდრეი მელნიკმა უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, სტეპან ბანდერასთან დაკავშირებით, გერმანელ ჟურნალისტ ტილო იუნგთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რომ "ბანდერას მებრძოლების მიერ ასიათასობით ებრაელის დახოცვის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს" და ამაზე რუსული მხარე ლაპარაკობდა. "ბანდერა ებრაელებისა და პოლონელების მასობრივი მკვლელი არ ყოფილა", – თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ხოცვა-ჟლეტვაში პირადად ბანდერას მონაწილეობა არ დასტურდება. ჟურნალისტის შეკითხვას, უკრაინაში პოლონელების სასაკლაოებთან დაკავშირებით, მელნიკმა უპასუხა, რომ პოლონელები ასევე ხოცავდნენ უკრაინელებს. "ეს იყო ომი", – თქვა მელნიკმა.
მელნიკის სიტყვებმა პოლონეთში უკმაყოფილება გამოიწვია. "ასეთი მოსაზრება და სიტყვები აბსოლუტურად მიუღებელია". –ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანდრეი მელნიკის მოსაზრებას გაემიჯნა და შესაბამისი განცხადება გაავრცელა. "მოსაზრება რომელიც გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში დააფიქსირა არის მისი და არ ასახავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას", – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ საკითხთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ესაუბრა და მას მადლობა გადაუხადა.
Dw ცნობით, 1930-იან წლებში სტეპან ბანდერა იყო პოლიტიკური მკვლელობების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რისთვისაც პოლონეთში გაასამართლეს და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში განთავისუფლდა. მალე უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია (OUN) გაიყო ზომიერ და რადიკალურ ფრთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბანდერა (OUN-B). ნაცისტური გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის მომზადების დროს, ბანდერას თანამებრძოლებმა დაიწყეს თანამშრომლობა ბერლინთან ორი უკრაინული ბატალიონის: „ნახტიგალისა“ და „როლანდის“ შემადგენლობაში