მექსიკაში Oxford/Astrazeneca კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს

მექსიკაში Oxford/Astrazeneca კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24-ი ავრცელებს.

ოქსფორდის მიერ შემუშავებული ვაქცინა, უკვე მეორეა, რომელიც ქვეყნის იმუნიზაციისთვის დაუშვა მექსიკამ, მანამდე მხოლოდ Pfizer-BioNTech-ით მიმდინარეობდა აცრები.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 1.45 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 127 757 პაციენტის მკურნალობის პროცესი ლეტალურად დასრულდა.

მექსიკამ მასობრივი იმუნიზაციის პროცესი 25 დეკემბერს დაიწყო.