თბილისში, შეკრებილი ადამიანები აცხადებდნენ: „ჩვენ გვსურს, ევროპის ნაწილი ვიყოთ, ჩვენი მომავალი ევროპაშია.“ არაჩვეულებრივი იყო ქართველი ხალხის ნების ხილვა, რომ მათ სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ, - ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ უილსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შევიტყოთ, როგორ განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური აქტორები ქართველი ხალხის ნებას, ევროპის ნაწილი იყოს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის გამო, მათი ძლიერი მხარდაჭერის გამო ევროპაში დემოკრატიული მომავლის მიმართ. ვფიქრობ, ლიდერებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განსაზღვრონ, როგორ განახორციელონ ქართველი ხალხის სურვილი,“- აღნიშნა დეიმონ უილსონმა.
ასევე წაიკითხეთ:
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება