ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებს ბუჩას, ირპენსა და ჰოსტომელს. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ Telegram-ზე დაწერა, რომ ეს ენტონი ალბანესის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
„ალბანესი შოკირებული იყო იმით, რაც ნახა: დანგრეული სახლები, ნაღმების კვალი და დანგრეული ანტონოვის აეროპორტი. ალბანესმა თქვა, რომ ავსტრალია მხარს უჭერს უკრაინას და მოუწოდებს სამართლიანი დასჯისკენ აქ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - წერს ოლექსი კულება.
ავსტრალია უკრაინაში პირველ ოთხ ჯავშანტრანსპორტიორს გზავნის
„მადლობელი ვარ ვიზიტისთვის. ომი უკრაინაში - ევროპის ცენტრში, მსოფლიო დღის წესრიგში უნდა დარჩეს", - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.