ავსტრალიამ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, სანქციები რუსეთის 16 მოქალაქეს დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნათესავები, ოფიციალური პირები და ბიზნესმენები, ასევე ალინა კაბაევა, რომელიც პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენს. ინფორმაცია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი, მშენებლობისა და საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი ირეკ ფაიზულინი, ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, NPF "გაზფონდის" პრეზიდენტი იური შამალოვი, „სოგაზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი მიხაილ კლიშინი, სს "როსგეოლოგიის" გამგეობის თავმჯდომარე სერგეი გორკოვი, კიევის პლოშჩადის კომპანიის თანადამფუძნებელი რიკ ნისანოვი, AFK "სისტემას" ყოფილი პრეზიდენტი ევგენი ნოვიცკი, გრიგორი ბერეზკინი, ESN კომპანიების ჯგუფის მფლობელი, კომპანიების ჯგუფის "მერკური" პრეზიდენტი იგორ კესაევი, ბიზნესმენები ალექსანდრე პლეხოვი და იგორ პუტინი, Sogaz-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ პუტინი, რომან პუტინი. 

შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას და ამ პირებს ქვეყანაში შესვლაც ეკრძალებათ.

მანამდე ავსტრალიამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს და სხვებს.