უნგრეთი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ფრონტის ხაზი ჯერ კიდევ შორს არის უნგრეთისგან, თუმცა სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს. ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა რადიკალურად უნდა გაზარდოს თავდაცვის შესაძლებლობები
ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთს არ სურს მოლაპარაკება ევროკავშირის რაიმე პოტენციურ ემბარგოზე ან რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვაზე, რადგან ეს უნგრეთის ეკონომიკას დაანგრევს.
„საჭირო იქნება არა სანქციები, არამედ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.