ევროკომისიამ განაცხადა, დასანანია, რომ ირანმა განაახლა ურანის 20%-იანი გამდიდრება მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტში, რაც არღვევს 2015 წლის ბირთვულ პაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ შეთანხმების დაცვა ღირს.
”ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ირანის მიერ გატარებული ზომები. მსგავსი ქმედებები არღვევს ირანის ბირთვულ ვალდებულებებს და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს”, - განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა ბრიფინგზე. "ეს სამწუხაროა ფაქტია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ ხელშეკრულების წესები,” - თქვა მან.
ეს ნაბიჯი ირანის მიერ შეთანხმების დარღვევის უახლესი მაგალითია, რომლის დარღვევაც მან დაიწყო 2019 წელს, ვაშინგტონის ხელშეკრულებიდან გასვლის და შეერთებული შტატების მიერი ხელახლად დაწესებული სანქციების საპასუხოდ.