ფრონტის მთელ ხაზზე 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები ინტენსიურად მოქმედებენ. ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის პრესსამსახური იტყობინება.
„ჩვენი მოკავშირეების მიერ გადმოცემული 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები დღეს ინტენსიურად მუშაობენ ფრონტის ხაზზე. მათ წარმატებით გაანადგურეს მოწინააღმდეგის მოწინავე სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავი, მტრის ტექნიკის საარტილერიო ბატარეები", - ნათქვამია განცხადებაში.
- ნორვეგიამ უკრაინას 20-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა და საბრძოლო მასალა გადასცა
- გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია გადასცა
M777 - 155 მმ ბუქსირებადი ლულიანი საარტილერიო სისტემა. გამოიყენება ავსტრალიის, კანადის, ინდოეთის, საუდის არაბეთის და აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ. მისი საბრძოლო დებიუტი ავღანეთის ომში შედგა. M777-ს აწარმოებს BAE Systems-ის გლობალური საბრძოლო სისტემების განყოფილება.