უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვიწყებთ უკრაინის აღდგენის პროცესს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დიდი აღდგენა ჩვენი მეგობრების ეკონომიკური დახმარების წყალობით", - წერს რადას სპიკერი.
სტეფანჩუკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ექნება საკუთარი „მარშალის გეგმა“, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ხალხი მთელ მსოფლიოსთან ერთად აღადგენს ყველაფერს, რაც აგრესორმა გაანადგურა.
2 ივლისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რეკონსტრუქციის ეროვნულ ხედვას შვეიცარიაში, სპეციალურ კონფერენციაზე წარადგენს.