კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა ეს გარანტიები არ იქნება იგივე, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრისთვის. გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში
„ჩვენ ახლო მეგობრებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხს, რაც შეგვიძლია. ეს არის მიმდინარე პროცესი. მკაფიოა, რომ ეს ისეთივე არ იქნება, როგორც NATO-ს რომელიმე წევრისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.