ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს კიევში შეხვდა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკს კიევში შეხვდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გააკეთა.

„მოხარული ვარ მივესალმო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ენტონი ალბანესს კიევში. ეს არის ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ჩვენს დედაქალაქში. ჩვენ ვაფასებთ და მადლობელი ვართ თქვენი აქ ყოფნისთვის, ამ დროს - უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის ომის პერიოდში“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებს ბუჩას, ირპენსა და ჰოსტომელს. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ Telegram-ზე დაწერა, რომ ეს ენტონი ალბანესის პირველი ვიზიტია უკრაინაში.