შალვა პაპუაშვილი: საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში

"საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. დაე, ეს საიუბილეო წელი იყოს საქართველოსა და აშშ-ის შორის კავშირების გაღრმავების ახალი დასაწყისი,“- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.


ასევე წაიკითხეთ:

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა