იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი 5 ივლისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით შედგება.
„დრაგი და ერდოღანი უხელმძღვანელებენ თურქეთ-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე შეხვედრას. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ NATO-ში სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთობების მდგომარეობასა და პერსპექტივებს. თურქული და იტალიური მხარეების მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ასევე შედის აზრთა გაცვლა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. მათ შორის ანკარასა და ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - წერს თურქული მედია.